საზოგადოება
13.08.2021 10:57
5 359 ახალი შემთხვევა საქართველოში და კიდევ 42 გარდაცვლილი

ბოლო 24 საათში ჩატარებული ტესტირების შედეგად საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს კიდევ 42 ადამიანი ემსხვერპლა და პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კოვიდ 19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა საქართველოში 6 321-მდე გაიზარდა.

ამ ეტაპზე, საქართველოში ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის - 50 192.

 

კვირის ამბები