საზოგადოება
13.08.2021 10:50
ბოლო 24 საათში დადასტურებული კორონავირუსის 5 359 ახალი შემთხვევიდან 307 შიდა ქართლში გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 359 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის ცნობით, ბოლო 24 საათში ვირუსი 2 726 ადამიანმა დაამარცხა, სამწუხაროდ, დაფიქსირდა, კორონავირუსით გარდაცვალების 42 ფაქტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 359 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 2 187 შემთხვევა, აჭარა - 813, იმერეთი - 698, ქვემო ქართლი - 270, შიდა ქართლი - 307, გურია - 92, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 335, კახეთი - 372, მცხეთა-მთიანეთი -148, სამცხე-ჯავახეთი - 102, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 35

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 50 192 საიდანაც, 6 635 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 1 327 პირი, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 326 პირი.

კვირის ამბები