საზოგადოება
19.11.2019 12:46
მომავალი წლის ზაფხულს „ახალბღში“ ახალი ატრაქციონები დაგხვდებათ
გორის კულტურისა და დასვენების პარკში არსებული მოძველებული ატრაქციონები მომავალი წლიდან განახლდება. შესაბამისი ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე გამოაცხადა და როგორც GMnews-მა გაარკვია, ახალი ატრაქციონების მონტაჟი მომავალი წლის ზაფხულის სეზონამდეა დაგეგმილი.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის მალხაზ ლალებაშვილის ინფორმაციით, „ახალბაღის“ სარეკრეაციო სივრცე ბავშვთა გასართობი მოწყობილობებით 2020 წლის პირველ ნახევარში განახლდება და ექსპლოატაციაში 1 ივნისიდან შევა.
კვირის ამბები