საზოგადოება
12.08.2021 17:32
14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გართულების გამო, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე.

საკოორდინაციო საბჭოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დღეს მიმართა რეკომენდაციით, რომ სექტემბრიდან, კვების ობიექტებში, სპა სალონებში, ფიტნესცენტრებსა და მსგავსი ტიპის დაწესებულებებში, პირთა დაშვება შესაძლებელი გახდეს ვაქცინით ერთი აცრის ან სრული კურსის, ბოლო 72 საათში ჩატარებული პისიარ ან ბოლო 24 საათში ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე საბჭო იმსჯელებს.

კვირის ამბები