საზოგადოება
12.08.2021 17:31
მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში, ძირითად ამცრელ დაწესებულებებთან მოსახლეობის ტრანსპორტირებას სახელმწიფო უზრუნველყოფს

ქვეყნის მასშტაბით, მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში, ძირითად ამცრელ დაწესებულებებთან მოსახლეობის რეგულარულ ტრანსპორტირებას სახელმწიფო უზრუნველყოფს, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას განაცხადა.

ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, 3 კვირის განმავლობაში, შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, თუმცა, შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს.

კვირის ამბები