საზოგადოება
12.08.2021 17:23
საჯარო უწყებებს თანამშრომლების დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანის დავალება მიეცათ

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, 3 კვირის განმავლობაში, საჯარო უწყებებს ეძლევათ დავალება, მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ღიბრაძის თქმით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ანალოგიური რეკომენდაციით მიმართავს კერძო დამსაქმებლებსაც.

შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე, ქვეყნის მასშტაბით, რიგი შეზღუდვები დაწესდა.

 

კვირის ამბები