საზოგადოება
12.08.2021 16:19
შიდა ქართლის მასშტაბით ვაქცინაციაზე მოთხოვნა გაზრდილია - ეკა ქორჩაშვილი

ბოლო დღეების განმავლობაში, შიდა ქართლის მასშტაბით ვაქცინაციაზე მოთხოვნა გაზრდილია, - ამის შესახებ GMnews-ს სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების და რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის განყოფილების უფროსმა ეკა ქორჩაშვილმა განუცხადა.

ქორჩაშვილის ინფორმაციით, მოქალაქეები არჩევანს ძირითადად ორ ვაქცინას - „სინოფარმსა“ და „ფაიზერს“ შორის აკეთებენ.  

„ბოლო დღეების მონაცემებით, მნიშვნელოვნად მოიმატა აცრის მსურველთა რაოდენობამ. მოქალაქეები აქტიურად აკეთებენ ჯავშნებს ელექტრონულ პორტალზე და ამავდროულად, ჯავშნების გარეშეც აკითხავენ აცრის კაბინეტებს. აქვე დავამატებ, რომ აცრის მსურველები არჩევანს ძირითადად „ფაიზერისა“ და „სინოფარმის“ ვაქცინაზე აკეთებენ,“ - განაცხადა GMnews-თან საუბრისას ეკა ქორჩაშვილმა.

კვირის ამბები