დღეიდან გორის მუნიციპალიტეტის კიდევ ერთი სოფლის ამბულატორია ჩაერთო ვაქცინაციის პროცესში. ნიქოზის შემდეგ, კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო აცრები ხელმისაწვდომი გახდა ტყვიავის ამბულატორიაშიც.
გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მსურველებისთვის სოფლად ხელმისაწვდომია ,,სინოფარმით“ და ,,სინოვაკით“ ვაქცინაცია. სოფლების ამბულატორიებში ვაქცინაციის პროცესს კლინიკა ,,გორმედი“ უზრუნველყოფს.
შეგახსენებთ, მთავრობის განკარგულებით, ქვეყანაში ამცრელი კაბინეტების რაოდენობა ეტაპობრივად იზრდება. პირველ ეტაპზე, ვაქცინაციის დაწყება გათვალისწინებულია გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში 5 ლოკაციაზე.