შიდა ქართლი დამატებით უზრუნველყოფილია 11 850 დოზა ,,ფაიზერის ვაქცინით, - ამის შესახებ ,,გორის მაცნეს“ სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების და რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის განყოფილების უფროსმა ეკა ქორჩაშვილმა განუცხადა.
ქორჩაშვილის ინფორმაციით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ,,ფაიზერის“ აღნიშნული 11 850 დოზა შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტზეა გათვალისწინებული.
,,დამატებით გადმოგვეცა ვაქცინა ,,ფაიზერის“ 11 850 დოზა, რაც გათვალისწინებულია რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში მოქმედი ვაქცინაციის კაბინეტებისთვის.
ვაქცინის 1560 ფლაკონი, ანუ 9360 დოზა გათვალისწინებულია გორზე, 1170 დოზა გადაეცემა ქარელს, ამდენივე, ანუ 1170 დოზა ,,ფაიზერი“ გადაეცემა ხაშურს და ამ ეტაპზე, ყველაზე ცოტა რაოდენობა - ვაქცინის 150 დოზა გათვლილია კასპის მუნიციპალიტეტზე. კასპზე მცირე რაოდენობა გახლავთ იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულ მუნიციპალიტეტში დღემდე ,,ფაიზერით“ ვაქცინაცია არ მიმდინარეობდა და ახლა იწყება. რეგიონის დამატებითი დოზებით უზრუნველყოფა მოხდა იმის გათვალისწინებით, რომ ადგილზე იყოს საკმარისი მარაგები და შეუფერხებლად წარიმართოს ვაქცინაციის პროცესი“, - განაცხადა ეკა ქორჩაშვილმა.