შიდა ქართლის მასშტაბით მოქმედი ვაქცინაციის ცენტრები, დღეიდან ვაქცინის დამატებითი დოზებით იქნება მომარაგებული, - აღნიშნულის შესახებ GMnews-ს სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების და რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის განყოფილების უფროსმა ეკა ქორჩაშვილმა განუცხადა.
როგორც ეკა ქორჩაშვილი აღნიშნავს, ვაქცინის დამატებითი დოზების შემოტანა აცრის მსურველთა როდენობის ზრდის გამო გადაწყდა.
„შიდა ქართლის მასშტაბით მოქმედი ვაქცინაციის ცენტრები დღეიდან ვაქცინის დამატებითი დოზებით იქნება მომარაგებული. ვაქცინის დამატებითი დოზების შემოტანა აცრის მსურველთა როდენობის ზრდის გამო გადაწყდა, იმისთვის, რომ ყველა მოქალაქეს მიეცეს შესაძლებლობა გაიკეთოს მისთვის სასურველი ვაქცინა და ვაქცინაციის პროცესი შეფერხების გარეშე წარიმართოს“, - აღნიშნა ეკა ქორჩაშვილმა.