საზოგადოება
12.08.2021 12:04
სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის მასშტაბური თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა 1-ლი სექტემბრიდან იწყება
პირებს, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების პროგრამით არიან დაინტერესებულები, შესაბამისი განაცხადის გაკეთება 1-ლი სექტემბრის 12:00 საათიდან შეეძლებათ.
როგორც სოფლის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, ბენეფიციარებს სამი ეტაპის გავლა დაჭირდებათ. პირველი ეტაპი, www. rda. gov. ge-ზე.რეგისტრაციის გავლას ითვალისწინებს და 1-ელ სექტემბერს 12:00 საათიდან დაიწყება. მეორე ეტაპზე, 15 სექტემბერს, 12:00 საათიდან მსურველებმა, ელექტრონულ პროგრამაში განაცხადი უნდა გააკეთონ. რა დროსაც მოხდება სუბიექტისთვის რიგის ნომრის მინიჭება. მესამე ეტაპი კი, პროგრამაში წარსადგენი დოკუმენტაციის ატვირთვას მოიცავს. რაც შეეხება აღნიშნული ეტაპის დაწყების თარიღს, პორტალი 20 სექტემბერს, 13:00 საათიდან გაიხსნება.
„განაცხადების მიღება შეწყდება განაცხადების დონეზე პროგრამის ბიუჯეტის ამოწურვისას, ხოლო განხილვა მოხდება განაცხადების რიგითობის მიხედვით. თითოეული ეტაპის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ვებგვერდზე: www. rda. gov. ge განთავსდება განმარტებითი ვიდეო ინსტრუქცია, რათა გაგიადვილდეთ თითოეული ეტაპის გავლა და ელექტრონული განაცხადის დროული წარმოდგენა პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად“, - აცხადებენ სოფლის განვითარების სააგენტოში.
კვირის ამბები