საზოგადოება
12.08.2021 11:18
კოვიდინფიცირებულთა რეგისტრაციისთვის ახალი პორტალი ამოქმედდა

კოვიდინფიცირებულთა რეგისტრაციისთვის  ახალი პორტალი ამოქმედდა, სადაც მოქალაქეებს კოვიდის დადასტურების შემთხვევაში, რეგისტრაციის გავლა შეეძლებათ.

როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განმარტავენ, ახალი პორტალის დანერგვის მიზანს, ერთის მხრივ მოქალაქეებისთვის დამატებითი საკომუნიკაციო არხის შექმნა და მეორეს მხრივ 112-ში განხორციელებული ზარების შემცირება წარმოადგენდა.

უწყებამ აღნიშნული პორტალი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთოების მართვის ცენტრ „112“-თან ერთად შეიმუშავა.  

მოქალაქეებს, რომლებსაც დაუდასტურდათ COVID-19 შესაძლებლობა აქვთ პორტალზე - https://er.moh.gov.ge/ - დარეგისტრირდნენ. 112-ის მიერ მიღებული ინფორმაცია დამუშავდება და შემდგომი მონიტორინგისათვის გადაეცემა ოჯახის ექიმს.

კვირის ამბები