საზოგადოება
12.08.2021 10:36
თამაზ ჯოხაძის შესაძლო დისციპლინარული გადაცდომების შესახებ ჩატარდა გასაუბრება, რამაც პატრულ-ინსპექტორის უკმაყოფილება და გაღიზიანება გამოიწვია - შსს

შსს-ს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის შიდა ქარ­თლის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თანამშრომლის, თა­მაზ ჯო­ხა­ძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც ჯოხაძე აცხადებს, რომ ხელ­მძღვა­ნე­ლები დევნიან და უმიზეზოდ აიძულებენ პატაკის დაწერას და სამსახურიდან წასვლას, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებით პასუხობს.

უწყების ინფორმაციით, ჯოხაძის შე­საძ­ლო დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი გა­დაც­დო­მე­ბის და უკა­ნო­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ ჩა­ტარ­და გა­სა­უბ­რე­ბა, რა­მაც გა­მო­იწ­ვია პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა და გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა.  

„გვსურს, გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ოს, სა­დაც სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის შიდა ქარ­თლის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრო­მე­ლი აცხა­დებს, რომ თით­ქოს მას ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბი სამ­სა­ხუ­რი­დან წას­ვლას აი­ძუ­ლე­ბენ. მიმ­დი­ნა­რე წლის 11 აგ­ვის­ტოს, გო­რის სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ა­ში ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის მიერ აღ­ნიშ­ნულ თა­ნამ­შრო­მელ­თან, მისი შე­საძ­ლო დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი გა­დაც­დო­მე­ბის და უკა­ნო­ნო საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ ჩა­ტარ­და გა­სა­უბ­რე­ბა, რა­მაც გა­მო­იწ­ვია პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა და გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა. ამ ეტაპ­ზე პატ­რულ-ისნ­პექ­ტო­რი თა­მაზ ჯო­ხა­ძე აგ­რძე­ლებს სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბას. პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რის მხრი­დან შე­საძ­ლო დის­ციპ­ლი­ნა­რული გა­დაც­დო­მის შე­სა­ხებ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის მიერ სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი შეს­წავ­ლის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე შე­დე­გე­ბი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნუ­ლია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

სამსახურიდან წასვლის მოთხოვნის ერთადერთ შესაძლო მოტივად ჯოხაძე შსს მინისტრის ყოფილ მოადგილე კახა საბანაძესთან მისი სიძის (გიორგი მეზვრიშვილი, შიდა ქართლის დაცვის პოლიციის ყოფილი ხელძღვანელის) მეგობრობას მიიჩნევს.

კვირის ამბები