საზოგადოება
12.08.2021 08:41
დღეს და ხვალ გორის მუნიციპალიტეტში უნალექო ამინდია მოსალოდნელი - გაეცანით დეტალურ ინფორმაციას

სინოპტიკოსების ინფორმაციით, დღეს, 12 აგვისტოს, გორის მუნიციპალიტეტში უნალექო ამინდია ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში + 32 გრადუსს მიაღწევს. 14 საათიან მოსალოდნელია მცირე ღრუბლიანობა, თუმცა, უნალექო ამინდი მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება.

უნალექო და ნახევრადღრუბლიანი ამინდია ნავარაუდევი ხვალ, 13 აგვისტოსაც. ჰაერი კი +31 გრადუსამდე გათბება.

რაც შეეხება უქმეებს, 14-15 აგვისტოს ჰაერის ტემპერატურა +28 გრადუსამდე დაიკლებს და მოსალოდნელია მცირე ნალექი.

ორშაბათიდან, 16 აგვისტოდან ერთი კვირის განმავლობაში კი გორის მუნიციპალიტეტში მზიანი ამინდები და დღისით +30 გრადუსია  მოსალოდნელი.

კვირის ამბები