რეგიონი
11.08.2021 15:04
კასპის მუნიციპალიტეტში 4 დღის წინ გაუჩინარებული ქალი მეხანძრე-მაშველებმა უვნებლად იპოვეს

კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ გოსტიბეში, 7 აგვისტოს გაუჩინარებული 66 წლის ნანული ოდიშვილი-მიგრიაული მეხანძრე-მაშველებმა ოთხდღიანი ძებნის შედეგად უვნებლად იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში ქალის გაუჩინარების თაობაზე შეტყობინება 7 აგვისტოს დაფიქსირდა.

,,საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სოფელ გოსტიბეს ტყეში აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. ტერიტორიაზე არსებული ხევებისა და ტყის მასივების დათვალიერების შედეგად, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებმა გაუჩინარებული ქალბატონის ადგილსამყოფელი იპოვეს. მეხანძრე-მაშველებმა ქალბატონი უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს. სახანძრო-სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობას იღებდა შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს სამაშველო ჯგუფი ყველა აუცილებელი აღჭურვილობით. საძიებო პროცესში ჩართული იყო საფრენი აპარატი დრონი“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ნანული ოდიშვილი სოფელ გოსტიბეს სიახლოვეს მდებარე ტყის მიმართულებით 7 აგვისტოს წავიდა დაკარგული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოსაძებნად, რა დროსაც გზა აებნა და დაიკარგა. 

კვირის ამბები