საზოგადოება
11.08.2021 10:55
13 წელი შინდისის ბრძოლიდან

შინდისის ბრძოლიდან 13 წელი გავიდა. შინდისის გმირების მემორიალთან,  წლევანდელ 11 აგვისტოსაც დილიდან იკრიბებიან გარდაცვლილთა ახლობლები და თანამებრძოლები.  როგორც ცნობილია, შინდისში დაღუპული გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალს, გვირგვინებით ასევე შეამკობენ და მათ ხსოვნას პატივი მიაგებენ მთავრობის წარმომადგენლებიც.

2008 წლის 11 აგვისტოს, რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს, საქართველოს თავდავცის ძალების II ქვეითი ბრიგადის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა - ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.

კვირის ამბები