ბოლო 24 საათში ჩატარებული ტესტირების შედეგად, ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 5 352 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ. გვერდი Stopcov.ge ავრცელებს. საიტის ცნობით, ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 461 198-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 635 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 409 110-მდე.
გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების 48 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 230 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 352 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 2 363,, აჭარა - 905, იმერეთი - 564, ქვემო ქართლი - 262, შიდა ქართლი - 285, გურია - 124, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 281, კახეთი - 340, მცხეთა-მთიანეთი -134, სამცხე-ჯავახეთი - 70, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 24.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 45 832 საიდანაც მძიმე პაციენტია 1 322 პირი, მათ შორის, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 302 პირი.