საზოგადოება
10.08.2021 10:51
„ფაიზერის“ მეორე დოზაზე რეგისტრაცია დაიწყო

„ფაიზერის“ მეორე დოზით ვაქცინაციის მსურველებს რეგისტრაციის გავლ აუკვე შეუძლიათ. რაც შეეხება აცრის პროცესს, აცრები 15 აგვისტოდან დაიწყება.

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ქვეყნის მასშტაბით, დაემატება როგორც ამცრელი ბრიგადების რაოდენობა, ასევე ღია სივრცეები, სადაც დარეგისტრირებულ პირებს ვაქცინის გაკეთება შეეძლებათ.

„აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროგრამა. ეტაპობრივად ემატება ამცრელი ბრიგადები როგორც თბილისში, ასევე სხვა რეგიონებში. იხსნება კიდევ დიდი სივრცეები და 15 აგვისტოდან, „ფაიზერის“ მეორე დოზებით აცრებიც დაიწყება“, - განცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, აცრაზე დარეგისტრირება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე https://booking.moh.gov.ge/

კვირის ამბები