საზოგადოება
09.08.2021 20:12
ძლიერმა ქარმა ქალაქის სხვადასხვა უბანში რამდენიმე მრავალსართულიან კორპუსს სახურავი დღესაც გადახადა

უამინდობამ გორი დღესაც დააზარალა. ძლიერმა ქარმა ქალაქის სხვადასხვა უბანში რამდენიმე მრავალსართულიან კორპუსს სახურავი გადახადა. კომბინატის დასახლებასა და წყაროსუბანში სახურავის ფრაგმენტებით დაზიანდა ქუჩაში გაჩერებული ავტომობილებიც. აღნიშნულ ტერიტორიაზე, ასევე, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზიც.

ამ წუთებში, შემთხვევის ადგილებზე სამაშველო  და მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. როგორც გორის მუნიციპალიტეტისა მერიაში აცხადებენ დაზიანებული სახურავების დემონტაჟის შემდგომ, აღდგენის ტექნიკურ  საკითხებზე სპეციალური კომისია მიიღებს გადაწყვეტილებებს.

შეგახსენებთ, ძლიერმა ქარმა გორში რამდენიმე კორპუსს სახურავი გუშინაც გადახადა.

კვირის ამბები