საზოგადოება
09.08.2021 13:23
უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში გორში ნახევრადღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი, საქართველოს ზღვისპირეთსა და მთიან ზონაში კი - იწვიმებს

დღეს, 9 აგვისტოს, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნახევრადღრუბლიანი ამინდი დღის ბოლომდე შენარჩუნდება, შუადღიდან, 14-დან 16 საათიდან კი ნავარაუდევია ნალექი და ელჭექი. რაც შეეხება უახლოესი ერთი კვირის ამინდის პროგნოზს, მოსალოდნელია პერიოდულად ღრუბლიანობა და ნალექი.

რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, მოსალოდნელია +27, +31 გრადუსი.

წვიმაა მოსალოდნელი საქართველოს ზღვისპირა კურორტებსა და მთიან ზონაში. მაგალითად, ურეკში, ქობულეთსა და ბათუმში, 10-18 აგვისტოს ღრუბლიანობა და ნალექია ნავარაუდევი. აღნიშნულ პერიოდში წვიმიანი ამინდებია მოსალოდნელი საქართველოს მთიანის ზონის უმეტეს რაიონებშიც. ბაკურიანში უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში წვიმაა, ასევე, ძირითადად ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი ყაზბეგსა და რაჭაშიც.

კვირის ამბები