საზოგადოება
09.08.2021 13:12
საარჩევნო კანდიდატებს და ამომრჩეველს პრემიერ-მინისტრი საარჩევნო შეკრებებზე პირბადის ტარებისკენ მოუწოდებს

ჩვენ კანდიდატებს და სხვა პარტიის კანდიდატებს მინდა მოვუწოდო და ვთხოვო, რომ ვაქცინაციის პროცესში ჩაერთონ, იმისთვის, რომ უსაფრთხოდ ჩავატაროთ საარჩევნო კამპანია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

აღნიშნულის გარდა, ირაკლი ღარიბაშვილი საარჩევნო კანდიდატებს და ამომრჩეველს  საარჩევნო შეკრებებზე პირბადის ტარებისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ ახლა არჩევნებს ვუახლოვდებით, აქტიურ ფაზაში შევდივართ. გუშინ, გავაჟღერე ინიციატივა, რომელიც ეხება ცესკოს თანამშრომლების ვაქცინაციას. ჩვენ ამის შეთავაზებას ოფიციალურად გავაკეთებთ, უახლოეს დღეებში მინისტრს და ასევე კოლეგებს შეხვედრა ექნებათ ცესკოს ხელმძღვანელობასთან. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს კოვიდ უსაფრთხო არჩევნების ჩატარება.

ჩვენ შეგვიძლია განსაკუთრებული, მაღალი სტანდარტი ვაჩვენოთ, ერთი მხრივ, ჩავატაროთ თავისუფალი, გამჭვირვალე არჩევნები, მეორე მხრივ, ეს უნდა იყოს კოვიდ უსაფრთხო არჩვენები, რაც გულისხმობს იმას, რომ ცესკოს კომისიის ყველა წევრი შეიძლება იყოს ვაქცინირებული, ჩვენ კანდიდატებს და სხვა პარტიის კანდიდატებს მინდა მოვუწოდო და ვთხოვო, რომ ვაქცინაციის პროცესში ჩაერთონ, იმისთვის, რომ უსაფრთხოდ ჩავატაროთ საარჩევნო კამპანია.

ვინაიდან, ახლა იწყება შეხვედრები მოსახლეობასთან, მინდა, ჩვენ კანდიდატებს ვთხოვო, ყველამ ვატაროთ პირბადე, მაშინ, როდესაც მოსახლეობასთნ შეხვედრები ექნებათ, ასევე, ამომრჩეველს მინდა ვთხოვო, რომ აუცილებლად ატარონ პირბადე აღნიშნულ შეკრებებზე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კვირის ამბები