აშშ-ში კორონავირუსით ბავშვების ინფიცირების შემთხვევებმა რეკორდულად იმატა. აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ფრენსის კოლინზი აცხადებს, რომ ამჟამად საავადმყოფოებში 1 450 კოვიდინფიცირებული ბავშვი იმყოფება, რომელთა მდგომარეობაც ძალზე მძიმეა.
ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელის თქმით, ინსტიტუტი აუცილებლობად მიიჩნევს, რომ ბავშვებმა პირბადეები ატარონ სკოლებშიც და სკოლის გარეთაც.
„ეს არის სიცოცხლის გადასარჩენი სამედიცინო საშუალება. ბავშვებისთვის პირბადის ტარების მოთხოვნა არასასიამოვნოა, მაგრამ თუ სკოლებში პირბადეები არ გვექნება ეს ვირუსი უფრო ფართოდ გავრცელდება და მეტად მძიმე შედეგების წინაშე აღმოვჩნდებით“, - აღნიშნა კოლინზმა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში