საზოგადოება
09.08.2021 10:49
საქართველოში კორონავირუსის ​2 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 44 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის ​2 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - აღნიშნულ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის ცნობით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 146 ადამიანი გამოჯანმრთელდა, რაც შეეხება გარდაცვლილთა რაოდენობას, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 44 პაციენტი გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 236 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 946 შემთხვევა, აჭარა - 499, იმერეთი - 177, ქვემო ქართლი - 100, შიდა ქართლი - 90, გურია - 38, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 126, კახეთი - 165, მცხეთა-მთიანეთი -56, სამცხე-ჯავახეთი - 30, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 40 233 საიდანაც, 6 641 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 1 328 პირი, საიდანაც 293 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

დღეის მდგომარეობით, სულ აცრილია - 641 242 ადამიანი, რაც შეეხება სრულად აცრილების რაოდენობას, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით ორჯერადი აცრა ჩატარებული აქვს 197 118 მოქალაქეს.

კვირის ამბები