საზოგადოება
09.08.2021 09:25
მასშტაბურ ფესტივალებთან და ხალხმრავალ შეკრებებთან დაკავშირებით შესაძლო რეგულაციების დაწესებაზე კოვიდსაბჭოზე დღეს იმსჯელებენ

დღეს,12:00 საათზე გაიმართება კოვიდსაბჭოს მორიგი სხდომა, სადაც მასშტაბურ ფესტივალებთან და შეკრებებთან დაკავშირებით შესაძლო რეგულაციების დაწესებაზე იმსჯელებენ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გუშინ განაცხადა. პრემიერის თქმით, ჯერჯერობით, ქვეყანაში წერტილოვანი შეზღუდვები არ იგეგმება.

„ვიმსჯელებთ მათ შორის ფესტივალების და ფართომასშტაბიანი ღონისძიებების რეგულაციებთან დაკავშირებით. შეზღუდვებს არ ვგეგმავთ. ამის თაობაზე ხვალ რეკომენდაციებს მოვისმენთ და მაქსიმალური გონივრულობის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ. ძირითადად საუბარი იქნება არა რაიმეს ჩაკეტვაზე, რაც ეკონომიკაზე მოახდენს უარყოფით გავლენას, არამედ მოსახლეობას რომ გავუადვილოთ ამ სიტუაციის მართვა, რეგულაცია, როგორიც არის პირბადის ტარება, ხალხმრავალი შეკრებების შეზღუდვა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კვირის ამბები