საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი ირაკლი ღარიბაშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ,,ფაიზერის“ ვაქცინით თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში აიცრა.
„ავიცერი „ფაიზერის“ ვაქცინით. მოგეხსენებათ, რომ 4 თვის წინ გადავიტანე კოვიდი საკმაოდ იოლ ფორმებში, რამდენიმე კვირის წინ შევიმოწმე ანტისხეულების რაოდენობა და მქონდა 4000, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც გადავწყვიტე, რომ ჩამეტარებინა აცრა, რომ კიდევ უფრო გავიძლიერო იმუნიტეტი.
მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ჩვენს მოსახლეობას თხოვნით, რომ ყველამ ჩავიტაროთ აცრა. ძალიან ბევრი შემთხვევა არის იმისა, რომ ჯანმრთელ ადამიანს მიუტანია სახლში კოვიდი, შემდეგ დაუინფიცირებიათ მშობლები, ახლობლები, მეგობრები, რომელთა სიკვდილიანობაც დამდგარა. ამის თავიდან ასარიდებლად არის აცრა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში