საზოგადოება
08.08.2021 19:56
გორში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ახალაშენებულ კორპუსებში 68 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა

68 დევნილ ოჯახს გორში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ახალაშენებულ კორპუსებში ბინა გადაეცა. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინების გასაღებები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ვალერიან მჭედლიძემ გადასცეს. ამ ეტაპზე, საცხოვრებელი ფართები ადმინისტრაციული დაპირების მქონე იძულებით გადაადგილებულმა ოჯახებმა მიიღეს. ბოლო 8 წლის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში, საცხოვრებელი 23 000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა. 2021 წლის ბოლომდე, ახალ საცხოვრებელს, დამატებით 3000-მდე იძულებით გადაადგილებული ოჯახი მიიღებს.

კვირის ამბები