საზოგადოება
08.08.2021 17:27
ძლიერმა ქარმა გორში რამდენიმე კორპუსს სახურავი გადახადა
ძლიერმა ქარმა და წვიმამ მნიშვნელივანი ზიანი მიაყენა გორს. ქალაქის ტერიტორიაზე რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა. გორის მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის ინფორმაციით, ადგილზე მიმდინარეობს ვითარების შესწავლა.
,,დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა ძლიერი ქარი, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ქალაქის ტერიტორიაზე მოტყდა რამდენიმე ხე და რამდენიმე
მრავალსართულიან კორპუსს სახურავი გადახადა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ადგილზე უკვე სწავლობენ ვითარებას, სპეციალური კომისია მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და უმოკლეს დროში დაიწყება დაზიანებული სახურავების დემონტაჟის და აღდგენის სამუშაოები", - განაცხადა გორის მერმა.
კვირის ამბები