გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის თანამშრომელი გურამ პაპუაშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა.
ახლობლების ინფორმაციით, პაპუაშვილი აჭარაში დასასვენებლად იმყოფებოდა, სადაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თავს შეუძლოდ გრძნობდა და გორში გუშინ დაბრუნდა. გარდაცვალების მიზეზი დაუზუსტებელია და ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე გახდება ცნობილი.
გურამ პაპუაშვილი 37 წლის იყო.
„გორის მაცნე“ მწუხარებას გამოთქვამს გურამ პაპუაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და მერიის თანამშრომლებს.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში