კულტურა
18.11.2019 11:34
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი თბილისსა და საქართველოს რვა მუნიციპალიტეტში ხალხურ საღამოებს მართავს

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით, თბილისსა და საქართველოს რვა მუნიციპალიტეტში ხალხური საღამოები იმართება. 19 ნოემბერს, 17:00 საათზე, ხაშურის სამუსიკო სკოლაში კონცერტს ანსამბლი ,,შავნაბადა“ გამართავს. ანსამბლ ,,შავნაბადას“ რეპერტუარი მოიცავს ქათულ-ხალხურ სასიმღერო, ინსტრუმენტულ და ქართულ საეკლესიო მუსიკას.
11 წლიანი არსებობის მანძილზე, ანსამბლმა ცხრა აუდიო ალბომი გამოსცა. აქედან სამი ქართული ტრადიციული საგალობლების შემსწავლელ გამოცემას წარმოადგენს, რომელიც ქართული გალობის თვითმასწავლებელია და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, მთელ საქართველოში უფასოდ ვრცელდება. ,,შავნაბადას“ მიერ საქართველოში ჩატარებული ექსპედიციების შედეგად არაერთი მუსიკალური ნიმუშია აღდგენილი. ანსამბლი მსოფლიოს მრავალ ქალაქში ქართული ტრადიციული სიმღერა-გალობის პოპულარიზაციას აქტიურად ეწევა.
პროექტის მიზანია ქართული ტრადიციული სიმღერის ხელშეწყობა და ანსამბლების, როგორც რეგიონებიდან ასევე, თბილისიდან პოპულარიზაცია. ხალხური საღამოები  4 დეკემბრამდე გაგრძელდება.

 

კვირის ამბები