საზოგადოება
07.08.2021 11:31
საქართველოში კოვიდ 19-ის 4 216 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 38 ადამიანი გარდაიცვალა, ინფიცირების აქტიური შემთხვევები კი 41 249-მდე გაიზარდა

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ვირუსით ინფიცირების 4 216 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 444 569 გახდა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 735 პირი და კორონავირუსით გარდაცვალების 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 6 054 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 216 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 889 შემთხვევა, აჭარა - 620, იმერეთი - 464, ქვემო ქართლი - 217, შიდა ქართლი - 195, გურია - 92, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 265, კახეთი - 273, მცხეთა-მთიანეთი -106, სამცხე-ჯავახეთი - 66, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 29.

ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 41 249, საიდანაც მძიმე პაციენტია 1 303, მართვით სუნთქვაზეა 287 პირი.

კვირის ამბები