125 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გორელმა სპორტსმენმა, 27 წლის გენო პეტრიაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალში გენო პეტრიაშვილი აშშ-ის წარმომადგენელთან, დენ გეიბლ სტივსონთან დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 8:9 დამარცხდა. პეტრიაშვილი სეხვედრის ბოლო წამამდე უგებდა სტივსონს, თუმცა სასტვენიამდე ამერიკელმა 2 ქულის აღება მოასწრო.
21 წლის ამერიკელმა მოჭიდავემ მეოთხედფინალში მოქმედი ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი, თურქი ტაჰა აკგული დაამარცხა.
პეტრიაშვილის ვერცხლის შემდეგ, საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე ისტორიაში საუკეთესო შედეგია - 2 ოქროს, 5 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი.
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი