სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ტელეკომპანია CNN-მა, ოფისში ვაქცინაციის ჩატარების გარეშე მისვლის გამო, სამი თანამშრომელი გაათავისუფლა.
გამოცემის ცნობით, CNN-ის პრეზიდენტმა ჯეფ ზაკერმა თანამშრომლებს განუცხადა, რომ კომპანია ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკას აწარმოებს ასეთ შემთხვევებში და თანამშრომლებისგან ვაქცინაციის გავლა მოითხოვა.
„ყველა, ვინც ახალ ამბებზე, სპორტის ამბებსა და სტუდიებში მუშაობს, აცრილი უნდა იყოს. ჩვენ ამას თვეების განმავლობაში ვაცხადებდით. ამიტომაც, ამ საკითხზე დაბნეულობა და გაურკვევლობა არ უნდა იყოს“, - ნათქვამია განცხადებაში CNN-ის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.
როგორც ცნობილია, ამიერიდან, ვაქცინაციის მტკიცებულების წარდგენა CNN-ის ოფისში შესვლის პროცესის ფორმალური ნაწილი შეიძლება გახდეს.
ამასთან, CNN-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, თანამშრომლების ოფისში დაბრუნება ოქტომბრამდე გადაიდება.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება