ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში ვირუსით ინფიცირების 3 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 440 353-მდე გაიზარდა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 052 პირი და გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 6 016 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 780 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 640 შემთხვევა, აჭარა - 628, იმერეთი - 395, ქვემო ქართლი - 170, შიდა ქართლი - 172, გურია - 70, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 199, კახეთი - 299, მცხეთა-მთიანეთი -102, სამცხე-ჯავახეთი - 84, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 21.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 38 806 საიდანაც მძიმე პაციენტია 1 285 პირი.