საზოგადოება
06.08.2021 09:22
ვაქცინა სპერმატოზოიდების ხარისხზე არ მოქმედებს, თუკი ვინმეს აღელვებს, კიდევ განვმარტავ, ვაქცინა განაყოფიერების ფუნქციებზე არ მოქმედებს

ორჯერადად ვაქცინირებული ქალებისგან დაიბადნენ ბავშვები, მამაკაცების უნაყოფობაც არ დადასტურდა, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა მედიასთან განაცხადა.

“მსოფლიოში ეს აზრი ვაქცინაციის დასაწყისში მუსირებდა. ამერიკამ და ბევრმა წამყვანმა ქვეყანამ, ასევე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა ჩაატარეს კვლევა და დადგინდა, რომ ორჯერადად ვაქცინირებული ქალებისგან დაიბადნენ ბავშვები, არავითარი პრობლემა მუცლადყოფნის პერიოდში ან შემდგომ ვაქცინირებულ მშობლებს არ ექმნებათ. მამაკაცების უნაყოფობაც არ დადასტურდა. კვლევები ჩატარდა სინგაპურის, ამერიკისა და ისრაელის ცნობილ ლაბორატორიებშიც, რომლითაც დადგინდა, რომ ორჯერადად ვაქცინირებული ქალებისგან დაიბადნენ ბავშვები,  და აბსოლუტური სხვაობა არ არის არავაქცინირებულ და ვაქცინირებულ ადამიანებს შორის. ცივილურ სამყაროში ეს საკითხები უკვე მოხსნილია და ჩვენს ქვეყანაში თუკი ვინმეს აღელვებს, კიდევ ერთხელ განვუმარტავ, ვაქცინა განაყოფიერების ფუნქციებზე არ მოქმედებს“,- განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

კვირის ამბები