დღეს, 6 აგვისტოს, ტოკიოში, 125 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გორელი სპორტსმენი გენო პეტრიაშვილი ფინალურ შეხვედრებს გამართავს. პეტრიაშვილის პირისპირ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების აღმოჩენა, ამერიკელი გებლ დენ სტივსონი იქნება, რომელმაც 1/2-ფინალში მონღოლი მუნხტური 5:0 დაამარცხა, მანამდე კი მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონ ტაჰა აჰგულს სძლია, რომელიც პეტრიაშვილის მთავარ მოწინააღმდეგედ მოიაზრებოდა.
შეგახსენებთ, ნახევარფინალში პეტრიაშვილმა ირანელი ამირ ჰუსეინ ზარე ანგარიშით 6:3 დაამარცხა.
საწყის შეხვედრაში პეტრიაშვილმა ეგვიპტელი დიაელდინ კამალ გოუდა აბდელმოტალები 11:0 დაამარცხა, ხოლო მეოთხედფინალში ჩინელ ჟივეი დენგს ანგარიშით 5:2 სძლია.
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი