არაბთა გაერთიანებულ საამიროებში 3-დან 17 წლამდე ბავშვებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრიან, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ავრცელებს.
მედიასაშუალების ინფორმაციით, მთავრობაში ეს გადაწყვეტილება კლინიკური კვლევის წარმატებულად დასრულების შემდეგ მიიღეს, რომელშიც 900 ბავშვი, მათ შორის სამეფო ოჯახის პატარა წევრები მონაწილეობდნენ. ყველა მათგანი სწორედ ჩინური წარმოების ვაქცინით აიცრა.
ცნობისთვის, საამიროებში უკვე დაშვებულია „ფაიზერის“ 12-დან 15 წლამდე ბავშვებში გამოყენება. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში ვაქცინის ერთი დოზით მოსახლეობის 78,95%-ია აცრილი, 70,57% კი - ორივე დოზით.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში