ზაფხულის ერთ-ერთი მთავარი და ყველა ჩვენგანისთვის საყვარელი ბაღჩეული საზამთროა. იდეალური საზამთრო მწიფე, ტკბილი და გემრიელი უნდა იყოს. მისი არჩევა არც ისე რთულია, თუ ამ სამ მარტივ ხერხს გაითვალისწინებთ, აღარც იმის შეგეშინდებათ, რომ შეიძლება გამყიდველმა მოგატყუოთ და აღარც უგემური საზამთრო შეგრჩებათ ხელში.
პირველი ხერხი - ყურადღება მიაქციეთ წონას და არა ზომას. ნუ შეარჩევთ საზამთროს ზომის მიხედვით. აუცილებლად აიღეთ ხელში და წონა შეამოწმეთ. თუკი ზომასთან შედარებით მსუბუქად მოგეჩვენებათ, მასზე ნუ შეაჩერებთ არჩევანს. რაც უფრო მძიმეა - მით უკეთესი.
მეორე - დააკვირდით ყვითელ ლაქას. რაც უფრო ყვითელია ღია ფერის წრე საზამთროზე, მით უფრო მწიფეა იგი. ყიდვისას აუცილებლად გადადეთ გვერდზე მწვანე და თეთრლაქიან საზამთროები და არჩევანი ყვითელ ლაქიან საზამთროზე შეაჩერეთ.
და ბოლოს, ყურადღება მიაქციეთ ხმას. ყიდვის წინ საზამთროზე „დააკაკუნეთ“. თუკი ყრუ, დახშულ ხმას გაიგონებთ, საზამთრო დაუმწიფებელი ან გადამწიფებულია და ასეთი ბაღჩეულის შეძენისას იმედი გაგიცრუვდებათ.