გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ სასკოლო მზაობის ცენტრებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია გრძელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, მშობლებმა აღსაზრდელთ ჩარიცხვის შესახებ განაცხადები სააგენტოს ოფისში (სტალინის გამზ.16) უნდა დაწერონ.
განცხადებასან ერთად, საჭიროა შემდეგი საბუთების წარდგენა: ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა; ორი ფოტოსურათი (¾); მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ასლი; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის შემთხვევაში ფორმა 100 და სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასების რეკომენდაცია; არსებობის შემთხვევაში ამონაწერი სოციალურად დაუცველ ოჯახთა ერთიანი ბაზიდან; არსებობის შემთხვევაში დევნილობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში