საზოგადოება
05.08.2021 13:14
პაატა იმნაძის ორსული შვილი „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის შვილი, რომელიც ორსულადაა და რამდენიმე კვირაში ბავშვს ელოდება,  „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრა. პროცესს აკვირდებოდა პაატა იმნაძეც, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ „ფაიზერის“ ვაქცინით ფეხმძიმეების აცრა დაშვებულია.
იმნაძის თქმით, ლიზი მისი ოჯახის ერთადერთი წევრი იყო, რომელიც ამ დრომდე არ იყო აცრილი და მას შემდეგ, რაც ქვეყანაში შემოვიდა ვაქცინა, რომელიც ორსულობისა და ლაქტაციის დროს არის დაშვებული, მისი შვილიც აიცრა:
„ოჯახში ჩემი ქალიშვილი ერთადერთი იყო, რომელსაც ვაქცინა არ ჰქონდა გაკეთებული. ლიზი არის ფეხმძიმედ და ამიტომ ელოდებოდა იმ ვაქცინას, რომელიც არის დაშვებული ორსულებისთვის. ბედნიერი ვარ, რადგან ოჯახის ყველა წევრი აცრილი მყავს და ვიცი, რომ ამ დაავადების საწინააღმდეგოდ სხვას ვერაფერს ვიზამთ გარდა იმისა, რომ ყველანი ვიყოთ აცრილები, რათა ჩვენი და ჩვენი ახლობლების სიცოცხლე იყოს დაცული. ვიცი, რომ ორსულებში საკმაოდ აქტიურად დაიწყო აცრა. აცრამდე მომზადება და გამოკვლევა საჭირო არაა, მთავარია, აცრის შემდეგ მოქალაქე დარჩეს ასაცრელ სივრცეში, თუ განვითარდება რამე გართულება, უახლოეს წუთებში დროულად მოხდეს ჩართვა. ყველას გვეშინია ანაფილაქსიური შოკის, მაგრამ ნახევარ მილიონ აცრილებში გვაქვს ოთხი ანაფილაქსიური შემთხვევა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ

კვირის ამბები