საზოგადოება
05.08.2021 12:13
„ციფრული იუსტიციის სახლი“ - იუსტიციის სამინისტრო ახალი სერვისის დანერგვას გეგმავს
მომხმარებელს ასობით სახელმწიფო სერვისის მიღება იუსტიციის სახლსა თუ საზოგადოებრივ ცენტრში ვიზიტის გარეშე, მობილური ტელეფონის გამოყენებით, დისტანციურად შეეძლება, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა განაცხადა. რატი ბერეგაძის განცხადებით აღნიშნული პროექტის განხორციელება მთავრობის 10 წლიანი გეგმის ნაწილია.
„იუსტიციის სამინისტრო ინოვაციური პროექტის - „ციფრული იუსტიციის სახლის“ დანერგვას გეგმავს. პროექტი მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს, ნებისმიერი სერვისი მობილური აპლიკაციის საშუალებით, სახლიდან გაუსვლელად მიიღოს.
მობილური აპლიკაცია იქნება იუსტიციის სახლების განვითარების თანამედროვე და ციფრული გაგრძელება,“ - აღნიშნა რატი ბრეგაძემ.
შეგახსენებთ, უწყების ხელმძღვანელმა, ამავე პროგრამის ფარგლებში, ისეთი სიახლეების განხორციელებაც დაანონსა როგორიცაა ,,პრემიუმ მომსახურების სივრცეები“ ბიზნესსექტორისთვის, „მობილური იუსტიციის სახლები“ და სხვა.
კვირის ამბები