საზოგადოება
05.08.2021 11:43
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლეს
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ვალერიან მჭედლიძემ და გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში იმამურა აკირას უმასპინძლეს.
სამუშაო შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობასა და საერთო პროექტების განხორციელების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, იაპონიის ელჩს რეგიონის სოფლის მეურნეობის, ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი იაპონიის ელჩმა, მასპინძლებთან ერთად რეგიონში არსებული ღირსშესანიშნაობები და მუზეუმები მოინახულა.
„საქართველოსა და იაპონიას შორის თანამშრომლობის გაღრმავება კიდევ უფრო შეუწყობს ხელს რეგიონში საჭირო და მნიშვნელოვანი პროექტების განორციელებას. აღსანიშნავია, რომ შიდა ქართლის რეგიონი მჭიდროდ თანამშრომლობს იაპონიის საელჩოსთან, კერძოდ, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზის ამბულატორიას საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში სამედიცინო ტექნიკა გადაეცა, რომელიც ყველა საჭირო გამოკვლევის სიღრმისეულად ჩატარების შესაძლებლობას იძლევა და ომით დაზარალებული მოსახლეობისთვის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას ზრდის“, - აღნიშნა ვალერიან მჭედლიძემ.
კვირის ამბები