ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში საქართველოში ვირუსით ინფიცირების 3 670 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 436 573-მდე გაიზარდა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 626 პირი და გარდაცვალების 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 5 986 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 670 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 652 შემთხვევა, აჭარა - 601, იმერეთი - 400, ქვემო ქართლი - 197, შიდა ქართლი - 155, გურია - 93, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 190, კახეთი - 187, მცხეთა-მთიანეთი -84, სამცხე-ჯავახეთი - 89, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 22.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 37 108 საიდანაც მძიმე პაციენტია 1 258 პირი, მათ შორის 269 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა.