დღეს დილით, ტოკიოს ოლიმპიადაზე ასპარეზობაში ჩაერთო თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი.
პირველ ეტაპზე გენოს მეტოქე ეგვიპტელი დიააელდინ აბდელმოტალები იყო, რომელთანაც დიდი უპირატესობა - 11:0 მოიპოვა და შემდეგ ეტაპზე უპრობლემოდ გავიდა.
მეოთხედფინალში პეტრიაშვილი ჩინელ ჟივეი დენგს დაუპირისპირდა და მეტოქეს 5:2 აჯობა. ფინალამდე შეხვედრაში კი, ირანელ ამირ ჰოსეინ ზარესთან იასპარეზებს.
რაც შეეხება პეტრიაშვილის მთავარ კონკურენტად მიჩნეულ მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიო, თურქი ტაჰა აკგულს, სრულიად მოულოდნელად, აკგული მეოთხედფინალში აშშ-ის წარმომადგენელ გაბლე დან სტივისონთან დამარცხდა.
ნახევარფინალები თბილისის დროით 13:15 საათიდან დაიწყება.
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი