დღეიდან, უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი ვიზიტორთა მიღებასა და მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს
დღეიდან, უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი ვიზიტორთა მიღებასა და მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. გორის მუნიციპალიტეტში მოსული უხვი ნალექის გამო, მუზეუმის ტერიტორიაზე შექმნილი პრობლემები უკვე აღმოფხვრილია. დაწესებულების ადმინისტრაციის განცხადებით, გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის დახმარებით, სრულად გაიწმინდა ტერიტორია, აღდგა კომუნიკაციები და მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა.
„1-ელ აგვისტოს დიდი ოდენობით მოსულმა დიდმა ნალექმა უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ინფრასტრუქტურა დააზიანა. ხანგრძლივი წვიმის შედეგად კლდოვანი მთის ფერდობიდან მოსულმა ნიაღვარმა ნაკრძალის ტერიტორია დიდი ოდენობით ქვიშისა და ღორღის ფენით დაფარა, რამაც თავის მხრივ სანიაღვრე არხების გამართული ფუნქციონირება შეაფერხა.. ნაწილობრივ დაიტბორა უფლისციხის სამუზეუმო სივრცეც. მუზეუმ-ნაკრძალის თანამშრომლების, გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და მის დაქვემდებარებაში მყოფი ა(ა)იპ კეთილმოწყობის სამსახურის დახმარებით სრულად გაიწმინდა ტერიტორია, აღდგა კომუნიკაციები და მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა, რისთვისაც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო და უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი დიდ მადლობას უხდის გორის მუნიციპალიტეტის მერიას, მის დაქვემდებარებაში მყოფ ა(ა)იპ კეთილმოწყობის სამსახურს და ქვახვრელის თემის მაჟორიტარ დეპუტატს თანადგომისთვის და გაწეული დახმარებისთვის,“ - ნათქვამია მუზეუმის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.