საზოგადოება
04.08.2021 09:59
ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებს უნდა ესმოდეთ, რომ მათი დამოკიდებულება არჩევანი და თავისუფლების გამოხატულება არ არის და საფრთხეს უქმნის სხვას - პრეზიდენტი

ნამდვილი პატრიოტიზმი არც ტრაბახია, არც ძალადობა და არც კუნთების თამაში, დღეს პატრიოტიზმი და ვაჟკაცობა გადის ვაქცინაციაზე, საზოგადოების თვითშეგნებასა და პასუხისმგებლობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

„დღეს საქართველო მწვავე გამოწვევების წინაშეა. საქართველო დღეს დგას გზაჯვარედინზე, გზაგასაყარზე, როგორც არაერთხელ თავისი ისტორიის განმავლობაში. ვირუსის გავრცელების დღევანდელი ციფრები უნდა გვაშფოთებდეს. ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებს წესით უნდა ესმოდეთ, რომ მათი დამოკიდებულება არც რაღაც პიროვნული არჩევანია, არც თავისუფლების გამოხატულება. მათი ქცევა პირდაპირ საფრთხეს უქმნის სხვას - საკუთარი ოჯახის წევრს, მეზობელს, ნაცნობს და სინამდვილეში, საფრთხეს უქმნის ამ პატარა ქვეყნის მოსახლეობას, მის ჯანმრთელობას, მის სიცოცხლისუნარიანობას, ე.ი. მის მომავალს.

ნამდვილი პატრიოტიზმი არც ტრაბახია, არც ძალადობა და არც კუნთების თამაში. დღეს პატრიოტიზმი და ვაჟკაცობა გადის ვაქცინაციაზე, საზოგადოების თვითშეგნებასა და პასუხისმგებლობაზე“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კვირის ამბები