საზოგადოება
03.08.2021 15:37
მთავრობის ახალი პროექტი შშმ პირებისთვის

საქართველოს მთავრობამ „აწარმოე საქართველოში“-ს პროგრამების ახალი პაკეტი დაამტკიცა, სადაც მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები და მოთხოვნილებები. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, აღნიშნული პაკეტი გულისხმობს, როგორც ვალდებულებებს, ასევე გარკვეულ წამახალისებელ მექანიზმებს მომავალი ბენეფიციარებისთვის, რომ მათ მიერ განხორციელებული ბიზნესპროექტები მაქსიმალურად იყოს ადაპტირებული შშმ პირებისთვის, ასევე, თანამშრომელთა შერჩევის პროცესში თანაბარი კვალიფიკაციის კანდიდატებს შორის უპირატესობა მიანიჭონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.
„აღნიშნული სიახლეები უფრო მეტად შეუწყობს ხელს, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ჰქონდეთ ისეთივე წვდომა სახელმწიფო პროგრამებზე და ისეთივე ჩართულობა ბიზნეს საქმიანობაში, როგორც ყველა სხვა დანარჩენ მოქალაქეს,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

კვირის ამბები