საზოგადოება
03.08.2021 12:31
ინფიცირების შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 5000-ს მიუახლოვდა, ამკაცრებს თუ არა მთავრობა რეგულაციებს

ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს მკაცრ რეკომენდაციას პირბადის ტარებაზე, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„პროგნოზულად, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორებისგან ვიღებთ, ჩვენ უკვე პიკის ფაზაში ვართ, ეს ფაზა დაახლოებით 10 დღე გაგრძელდება. ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია უკვე არსებული შეზღუდვები აღსრულდეს. დღეს უწყებათაშორისმა საბჭომ იმსჯელა არსებული ზომების და მონიტორინგის გამკაცრებაზე, ასევე მკაცრ რეკომენდაციებზე პირბადის ტარებასთან დაკავშირებით, რადგან პირბადე არის ვირუსისგან დაცვის ერთ-ერთი მთავარი საშუალება. ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს მკაცრ რეკომენდაციას პირბადის ტარებაზე, როგორც დახურულ ასევე ღია სივრცეში. ქორწილები და სხვა დიდი ყრილობები, ყველაფერი ხდება რეგულაციების დარღვევით. ამდენად, ჩვენი მთავარი ბერკეტი არის ისევ მონიტორინგი და ის რეგულაციები, რაც დღეს უკვე დაწესებულია. ჯერჯერობით იმ რეგულაციების გამკაცრება, რომელიც დაწესებულია, არ იგეგმება და მთავარი უკვე მოქმედი რეგულაციების აღსრულებაა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კვირის ამბები