საზოგადოება
03.08.2021 11:05
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 827 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 827 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა კი, 428 670-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 895 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 388 893-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 910 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 827 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 297 შემთხვევა, აჭარა - 634, იმერეთი - 494, ქვემო ქართლი - 253, შიდა ქართლი - 262, გურია - 100, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 224, კახეთი - 323, მცხეთა-მთიანეთი -156, სამცხე-ჯავახეთი - 47, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 37.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 33 841 საიდანაც 6 045 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 227, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 257 პირი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი შეადგენს 10.99 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.41 %-ს, ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.08 %-ს.
კვირის ამბები