სამართალი
02.08.2021 14:58
დაინერგება დანაშაულის შეტყობინების აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს სამართლადარღვევის ფაქტზე მონაცემი მოგვაწოდოს - გომელაური

დაინერგება დანაშაულის შეტყობინების აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს სამართლადარღვევის ფაქტის შესახებ მონაცემი, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებს მიაწოდოს“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა შსს-ს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, სამართლადარღვევის ფაქტი როგორც ღიად, ასევე ანონიმურად დააფიქსიროს

„დაინერგება დანაშაულის შეტყობინების აპლიკაცია, ელექტრონული პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს, სხვადასხვა ტექნიკური საშუალებით, სამართლადარღვევის ფაქტის შესახებ მონაცემი, როგორც ღიად, ასევე ანონიმურად მიაწოდოს სამინისტროს შესაბამის დანაყოფებს. გრძელვადიან ჭრილში კი, გამიჯნული ფუნქციების შესაბამისად, მოხდება საპოლიციო ძალების სრული გადამზადება, სპეციალური მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის მასშტაბური განახლება, რაც შედეგად მოგვცემს გამოძიების სრული ციკლის გაუმჯობესებას და დანაშაულის შემცირებას, ისევე, როგორც მასზე რეაგირების ღონისძიებების ხარისხის ზრდას“, - აღნიშნა გომელაურმა.

კვირის ამბები