საზოგადოება
02.08.2021 11:32
გორის მუნიციპალიტეტში მოსული უხვი ნალექის გამო, უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში ვიზიტორების გადაადგილების მარშრუტი შეიცვალა

გუშინ, გორის მუნიციპალიტეტში მოსული უხვი ნალექის გამო, უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში ვიზიტორების გადაადგილების მარშრუტი შეიცვალა,- ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ მუზეუმის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც GMnews-სთვის ცნობილია, ამავე მიზეზით რამდენიმე დღით დაიკეტა ნაკრძალში მდებარე საგამოფენო სივრცეც.

„უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის ადმინისტრაცია გაცნობებთ,რომ 01.08.2021 -ში ძლიერი წვიმის გამო უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში გადაადგილება ხდება განსხვავებული მარშრუტით. ანალოგიური მიზეზით რამდენიმე დღით დაიკეტა ნაკრძალში მდებარე საგამოფენო სივრცე/მუზეუმიც,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები